კომპანია Volvo Cars დაარსების მომენტიდან მუშაობდა ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ გაგვემარტივებინა, უკეთესი და უფრო უსაფრთხო გაგვეხადა ადამიანების ცხოვრება.
ჩვენ გვსურს რევოლუცია მოვახდინოთ ავტოინდუსტრიაში და გავხდეთ ლიდერები უსაფრთხოების, ეკოლოგიურობის და ონლაინ-მომსახურების სფეროში და დავამკვიდროთ ახალი გლობალური სტანდარტი. ჩვენ დასახული გვაქვს მკაფიო მიზნები და მზად ვართ გავუმკლავდეთ ჩვენი კომპანიისა – და საზოგადოების – წინაშე არსებულ გამოწვევებს.