0 1 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 0 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 0

პრიმოს პრემიალური სივრცე გაიხსნა

პრიმოს პრემიალური სივრცის გახსნა

By

Tags

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.

პრიმო პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომელიც დაზღვევის სხვადასხვა სერვისს აერთიანებს და მომხმარებელს დაზღვევის მიღებისას დამატებით კომფორტს უქმნის.

პრიმოს სივრცე ანა პოლიტკოვსკაიას 16 ნომერში მიიღებს მომხმარებელს და ყველა საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში გასცემს. პრიმოს პერსონალური მენეჯერები მომხმარებელს დაეხმარებიან, გამოსცადონ პრიმოს მთავარი დაპირება - კომფორტი და სერვისის მიღების სიმარტივე.

პრიმოს სივრცეში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩანიშნოს შეხვედრა პერსონალურ მენეჯერთან და დაგეგმოს დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

პრიმო უკვე წლებია ბაზარზე უნიკალური სადაზღვევო შეთავაზებებით პოზიციონირებს. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რაც ნიშნავს სერვისის სრულყოფილებას, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას. პრიმო მომხმარებლებს ექსკლუზიურ პირობებს ქონების დაზღვევისა და სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტებზეც სთავაზობს, რაც გულისხმობს განსხვავებულ დაფარვებს და პირობებს.

პრიმოს განახლებული სივრცე

“ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სერვისი მომხმარებლების მოსმენითა და საჭიროებების გაანალიზებით იწყება. ჩვენი მომხმარებელი სწრაფ მომსახურებას და პროფესიონალიზმს აფასებს. პრიმოს დაპირებაც, სწორედ, მაღალი სტანდარტი და ინდივიდუალური მიდგომებია, რომელიც მომხმარებელს აგრძნობინებს, რომ გვერდში ძლიერი პარტნიორი ჰყავს. ეს სივრცე, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის შეიქმნა და წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილს, სადაც სერვისის მიიღების შესაძლებლობაა, არამედ მომხმარებლებს აგრძნობინებს, რომ მისი დრო ფასობს, იქნება მშვიდად და მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს ნაკლები ბიუროკრატიით.” - ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი

პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგის მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.

პრიმოს ახალი ოფისი

Subscribe to our
newsletter.

Get valuable strategy, culture, and brand insights straight to your inbox.

    By signing up to receive emails from Motto, you agree to our Privacy Policy. We treat your info responsibly. Unsubscribe anytime.